EMT კლუბების საზეიმო დახურვა

EMT -ში მიმდინარეობს კლუბების მორიგი ნაკადის საზეიმო დახურვა. უკვე გაიმართა შემაჯამებელი შეხვედრები და დახურვა: მომავალი ლიდერების კლუბის გაძლიერებულ ჯგუფებში, შაბათს 21 დეკემბერს: მომავალი ლიდერების კლუბის დამწყებ ჯგუფში კვირას 22 დეკემბერს; მოგზაურობის მართვის კლუბში 22 დეკემბერს.

EMT კლუბების ახალ ნაკადებში მიღება საახალწლოდ გამოცხადდება. 
კლუბები მუშაობას 19 იანვრის შემდეგ გააგრძელებს. 


რამდენიმე მონაწილის მოკლე უკუკავშირი კლუბებთან დაკავშირებით:



1.      პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ძვირფას ლიდერებს, რომლებიც ძალიან მიყვარხართ! <3 მადლობა იმისთვის, რომ გვიტანდით ისეთებს, როგორებიც ვართ და ყოველთვის ცდილობდით საინტერესო შეხვედრების დაგეგმვას და ჩატარებას. თქვენგან ძალიან ბევრი ვისწავლე და დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრს ვისწავლი! იმედი მაქვს მომავალშიც ვითანამშრომლებთ! ყველაფერი ძალიან მაგარი იყო! <3 <3 <3 :). (გ.ე.)

2.      გამარჯობა EMT! მე ყველაფრისთვის მადლობა მეთქმის იმისთვის, რაც ამ 3 თვეში ცოდნა მივიღეთ. ამ ცოდნას ძალიან ბევრ ადგილას გამოვიყენებ, მაგალითად, სკოლაში ან მეგობრების გარემოცვაში. ის თემები და ის დღეები რაც აქ მაქვს გატარებული ძალიან მომენატრება, მაგრამ შემდეგი 3 თვეც თქვენთან ვიქნები ;)  ნახვამდის.


3.      მე ამ 3 თვის განმავლობაში გავიგე და ვისწავლე ბევრი რამ. ამ ორგანიზაციაში არაა მთავარი მხოლოდ ის, რომ მიიღო ცოდნა, არამედ, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა. მე მიყვარს EMT და სანამ შევძლებ, აუცილებლად ვიქნები ამ ორგანიზაციის წევრი. დიდი მადლობა, რომ არსებობთ <3.

4.      მე ვარ ბედნიერი, რადგან მხიარული 3 თვე გავატარე EMT-ისთან ერთად. ყოველი კვირა იყო ახალი გამოცდილება და ნასწავლის მომდევნო კვირის განმავლობაში გამოყენება. ბევრ რამეზე დამაფიქრა აქ მოსმენილმა თემებმა და ყოველთვის ვცდილობდი ჩემი მეგობრებისთვის და ოჯახის წევრებისთვის გამეზიარებინა მიღებული ცოდნა. ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ თქვენ, ლიდერებს, რომლებიც ჩვენი მეგობრები გახდით. მე მსურს, რომ EMT-სთან ურთიერთობა მომავალშიც გავაგრძელო.

 5.      მართლა გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, რომ ეს 3 თვე იყო ნამდვილად დაუვიწყარი. არაფრის შეცვლა არაა საჭირო!!! 10 ქულა EMT-და მის გუნდს! მიყვარხართ! <3 <3 <3 (კოკა მირუაშვილი).
 
6.      ამ 3 თვის განმავლობაში ბევრი რამ გავიგე და ვისწავლე. ბევრი საინტერესო და სახალისო აქტივობა გავაკეთე. ყველაზე მეტად ჩემთვის დასამახსოვრებელი იყო პრობლემების გადაჭრის ტრენინგი. იმედი მაქვს EMT-ში კიდევ ბევრ კარგ აქტივობას დავესწრები.

7.      ჩემი მოლოდინები გამართლდა! ძალიან მომეწონა EMT-ში. ამიტომაც გადავდივარ გაძლიერებულ ჯგუფში! მომეწონა ტრენინგები და ტრენერები! <3
 
8.      მე ყველაფერი ძალიან მომეწონა და არაფერს შევცვლიდი. ამასთანავე მომეწონა აქტივობა „ბაჭია“. :)

9.      მე განსაკუთრებულად მომეწონა ეს 3 თვე. მომეწონა გარეთ გასვლითი აქტივობები. მინდა ეს აქტივობები კიდევ გაგრძელდეს :).  გისურვებთ ბედნიერ შობა-ახალ წელს! <3


10.  მადლობა EMT-ს კარგი მოგონებისთვის! ყველა შეხვედრა ორიგინალური იყო. აქ მიღებულ დიდ გამოცდილებას, რა თქმა უნდა,  გამოვიყენებ ცხოვრებაში (დავით მენაბდე).