საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა ლიდერებისა და პედაგოგებისთვის

თქვენ გაქვთ შანსი გაიაროთ 8-კვირიანი საერთაშორისო სასწავლო სერტიფიცირებული კურსი ინტერნეტით,

თუ ხართ EMT პროგრამების ლიდერი, პროგრამის მონაწილე, კურსდამთავრებული ან EMT პროგრამის მონაწილისა ან კურსდამთავრებულის ოჯახის წევრი, ასაკის შეუზღუდავად!

მუშაობთ სკოლაში, ან არაფორმალური განათლების დაწესებულებაში. პროგრამაში მონაწილეობის ხარჯებს თქვენ არ გაიღებთ, ამაზე EMT-ის ადმინისტრაციამ იზრუნა.

თქვენ უნდა გქონდეთ:
  • კომპიუტერი (საკუთარი), რომელზეც შესაძლებელია პროგრამული უზრუნველყოფის დაყენება (ლიცენზირებულ ვერსიებს უფასოდ მოგაწვდით);
  • ინტერნეტი (უწყვეტად) -  USB მოდემები არ არის საკმარისი;
  • თავისუფალი დრო (კვირაში 6-10 საათი ეს დღეში 1-1,5 საათია)
  • საშუალება იმუშაოთ დავალებების შესასრულებლად კონკრეტულ კლასთან ან მოსწავლეთა ჯგუფთან
  • სურვილი და შესაძლებლობა იკონტაქტოთ კურსში ჩართულ უცხოელ პედაგოგებთან ინტერნეტის მეშვეობით
  • სურვილი, მიმართოთ საჭიროების შემთხვევაში და მიიღოთ დახმარება კურსის მენტორებისგან
თქვენ უნდა იცოდეთ:
  • ინგლისური (გამართულად)
  • ან რუსული (გამართულად)
  • კომპიუტერზე ელემენტარული ოპერაციები (ტექსტებზე მუშაობა, ფოტოების მარტივი დამუშავება, ინტერნეტში შესვლა, დოკუმენტების გადმოწერა, ფაილებთან და საქაღალდეებთან მუშაობა)

ყოველ კვირას თქვენს ნამუშევრებს შეაფასებენ;

წარმატებით კურსდამთავრებულს გადაეცემა საერთაშორისო პედაგოგ-ოსტატის სერტიფიკატი.

დაინტერესებულმა პირებმა მოგვწერეთ 5 თებერვლის 17:00-მდე EMT.apply@gmail.com