ტრენინგი: პედაგოგები ფასეულობითი განათლებისათვის.

EMT პედაგოგთა კლუბი გიწვევთ ტრენინგ-პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
პედაგოგები ფასეულობითი განათლებისათვის.
ტრენინგ პროგრამის მოკლე აღწერა:
პროგრამა ხელს უწყობს აღმზრდელს და განმანათლებელს, რათა მათ მოსწავლეებში განავითარონ საკვანძო ფასეულობები:
• თანამშრომლობა,
• ბედნიერება,
• პატიოსნება,
• თავმდაბლობა,
• სიყვარული,
• მშვიდობა,
• პატივისცემა,
• პასუხისმგებლობა,
• უბრალოება,
• ტოლერანტობა,
• ერთობა.

პროგრამა განკუთვნილია:
• დაწყებითი კლასის პედაგოგებისათვის;
• ფსიქოლოგებისათის;
• დამრიგებლებისათვის;
• ბაღის აღმზრდელებისათვის;
• სტუდენტებისათვის;
• განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის;
• მათთვის ვინც აპირებს საგანმანათლებლო ცენტრებში, კლუბებში, ორგანიზაციებში ბავშვებთან მუშაობას.

ტრენინგ პროგრამის მიზანია მონაწილეებმა შეძლონ:
• მოსწავლეებში განავითარონ პიროვნული და სოციალური ფასეულობები;
• მოახდინონ ფასეულობითი განათლების ინტეგრირება სხვადასხვა საგანში და არასაკლასო მუშაობის პროცესში;
• დაგეგმონ და ჩაატარონ ფასეულობითი გაკვეთილები, ღონისძიებები;
• შეძლონ ტექსტების შექმნა და ანალიზი.

პროგრამის ძირითადი საკითხებია:
1. ფასეულობითი განათლება - საერთაშორისო და ქართული გამოცდილება. პროგრამის მიზნები და ამოცანები;
2. სასკოლო და საკლასო ცხოვრებაში ფასეულობითი განათლების გარემოს შექმნა;
3. ფასეულობითი განათლების ინტეგრირება სხვადასხვა საგანში (ქართული და უცხოური ლიტერატურა, ისტორია, ბუნება, ხელოვნება);
4. ფასეულობითი განათლების მეთოდოლოგიის (ხატვა, დრამა, დისკუსია, პრეზენტაცია, როლური თამაშები, გონებრივი იერიში, ჯგუფური მუშაობა, მინი ლექცია, კითხვა-პასუხი) გამოყენება.
5. აქტივობების მრავალფეროვნება (მასალები: ტექსტები, მოთხრობები, ზღაპრები, სიმღერები, თამაშები, ფიზიკური აქტივობები, ბარათები, ნახატები, პლაკატები) ორიენტირებული კონკრეტულ ფასეულობაზე.
6. გაკვეთილების დაგეგმვა ფასეულობების მიხედვით.
7. როგორ გამოვიყენოთ ფასეულობითი განათლების მეთოდური ლიტერატურა;
8. საკითხავ ტექსტებზე მუშაობა, სახელმძღვანელოების ანალიზი.

ტრენინგ პროგრამის მონაწილეებს გადაეცემათ:
• საგანმანათლებლო საერთაშორისო პროგრამის-(ცხოვრების ფასეულობები) მეთოდური სახელმძღვანელო, რომელშიც მოცემულია თეორიული და პრაქტიკული მასალები, კერძოდ: ტექსტები, მოთხრობები, პიესები, სავარჯიშოები, აქტივობები განათლებისათვის, გაკვეთილის გეგმები.
• სერტიფიკატი

ხანგრძლივობა:
2 თვე - მარტი, აპრილი, კვირაში 1 დღე სამი საათი. 17:00-20:00 სთ. ოთხშაბათს. სულ 8 შეხვედრა.

ტრენინგი ჩატარდება თბილისში, გამრეკელის 21-ში (ყაზბეგის და პეკინის კუთხეში) EMT ოფისში.

კურსის ფასია 130 ლარი, მოიცავს 8 შეხვედრას ორი თვის განმავლობაში.

ტრენერი: თეა ლობჟანიძე, კურსის ავტორი, საბავშვო მწერალი, ტრენერი, განათლების სპეციალისტი, CISV-საქართველოსა და „სიქა”-ს დამფუძნებელი. CISV-გამგეობის წევრი, EMT ტრენერი.

დაინტერესებულმა პირებმა მოგვწერეთ. ელ-ფოსტა: tealobjanidze@gmail.com,
(მობ) 555 345 669 თეა ლობჟანიძე; 599556234 პავლე თვალიაშვილი