6 მონაწილისგან შემდგარი დელეგაცია, რომელშიც არიან ახალგაზრდები სიქა-დან, CISV-საქართველოდან და EMT-ის კლუბებიდან 11-19 ნოემბერს თურქეთში, ქალაქ ერზრუმში საერთაშორისო ახალგაზრდულ პროექტში იღებს მონაწილეობას.
ეს პროექტი დაფინანსებულია დიდი პროექტის "ერაზმუს+" ფარგლებში. თურქეთში მასში 5 ქვეყანა ღებულობს მონაწილეობას.
პროექტი ახალგაზრდული ბანაკის ფორმატში ტარდება, რომლის დროსაც მონაწილეები ეცნობიან ჟესტების ენას, სხვა ქვეყნების კულტურად ახალგაზრდების ცხოვრების წესს.
მსგავს პროგრამებში ახალგაზრდების გაშვებას ჩვენი ორგანიზაცია კვლავაც გააგრძელებს და პრიორიტეტი იმ ახალგაზრდებს მიენიჭებათ, ვინც აქტიურად ჩაერთვება სხვადასხვა ღონისძიებაში, თავს გამოიჩენს, როგორც მოხალისე.
იხალისეთ და განვითარდით ჩვენთან ერთად.