6 მონაწილისგან შემდგარი დელეგაცია, რომელშიც იყვნენ ახალგაზრდები სიქა-დან, CISV-საქართველოდან და EMT-ის კლუბებიდან, საქართველოში დაბრუნდა. დელეგაცია 11-19 ნოემბერს თურქეთში, ქალაქ ერზრუმში საერთაშორისო ახალგაზრდულ პროექტში იღებდა მონაწილეობას.
პროექტი დაფინანსებული იყო "ერაზმუს+" ფარგლებში. თურქეთში მასში 5 ქვეყანა ღებულობდა მონაწილეობას.
მონაწილეები გაეცნენ ჟესტების ენას, სხვა ქვეყნების კულტურასა და ახალგაზრდების ცხოვრების წესს.
მსგავს პროგრამებში ახალგაზრდების გაშვებას ჩვენი ორგანიზაცია კვლავაც გააგრძელებს და პრიორიტეტი იმ ახალგაზრდებს მიენიჭებათ, ვინც აქტიურად ჩაერთვება სხვადასხვა ღონისძიებაში, თავს გამოიჩენს, როგორც მოხალისე.
იხალისეთ და განვითარდით ჩვენთან ერთად.