EMT ხელს უწყობს მომავალი ლიდერების (ტრენერების, მენეჯერების, პროექტების დირექტორების...) გაზრდას.
მათ, ვისაც სურთ ტრენინგ კლუბების მიმდინარეობის დროს იყვნენ ტრენერის ასისტენტები, გთხოვთ გამოგზავნოთ მოკლე სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ. ფოსტაზე: teklabuadze@gmail.com
აუცილებელი მოთხოვნაა, მოხალისე იყოს EMT რომელიმე ტრენინგ-კლუბის კურსდამთავრებული.
ასისტირებაში არ მოგიწევთ ფულის გადახდა. თუმცა ამ დროს ტრენერები და ლიდერები გაგიზიარებენ ბევრ ისეთ საიდუმლოს, რომელიც გამოგადგებათ თქვენ მომავალ კარიერაში.
ასაკი 18 წლიდან ზევით.
ველით თქვენს წერილებსა და გისურვებთ წარმატებებს!