კონფერენცია " EMT/AYV არა ძალადობას"

განათლებისა და მართვის გუნდი EMT 2015 წლის 27 იანვარს 17:00 საათზე მართავს კონფერენციას სახელწოდებით " EMT/AYV არა ძალადობას".

კონფერენციის მონაწილეები იქნებიან სხვადასხვა სკოლის მასწავლებლები, Adobe Youth Voices საერთაშორისო პროგრამის კურსდამთავრებული პედაგოგები, და უფროსკლასელი მოსწავლეები, საჯარო და კერძო სკოლებიდან.
კონფერენციაზე წარდგება მოხსენებები, თუ როგორ შეიძლება პედაგოგებმა აიმაღლონ კვალიფიკაცია: როგორ შექმნან და გამოიყენონ საგანმანათლებლო რესურსები, როგორიცაა პოსტერები და ვიდეოები.

პროგრამის წარმომადგენელი საქართველოში პავლე თვალიაშვილი დაინტერესებულ მასწავლებლებს და ახალგაზრდებთან მომუშავე ლიდერებს გააცნობს ინფორმაციას, როგორ ჩაერთონ პროგრამაში და გაიარონ კურსი ორმოცამდე ქვეყნის პედაგოგებთან ერთად.
მოსწავლეები ისაუბრებენ, როგორ შეიძლება შეძენილი ცოდნა გამოიყენონ საკუთარი ოჯახის ბიზნესის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად.
წარმატებით კურსდამთავრებულ პედაგოგებს, რომლებმაც 2014 წელს დაასრულეს სწავლა, კონფერენციის შემდეგ საერთაშორისო პედაგოგ-ოსტატის სერთიფიკატი გადაცემა.
ადგილები შეზღუდულია, ამიტომ კონფერენციაზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციის ანკეტა იხილეთ აქ


კონფერენცია დაიწყება 27 იანვარს 17:00 საათზე.
შემდეგ მისამართზე: თბილისი, საბურთალო, ბახტრიონის 7ა, ოთახი N3.
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ნომერზე: 599 55 62 34