ინგლისურ- ქართულენოვანი ბანაკი "Crea(c)tive Camp"

EMT- განათლებისა და მართვის გუნდის ორგანიზებით, 12-18 ივლისის პერიოდში, მიმდინარეობს საზაფხულო ბანაკი - "Crea(c)tive Camp". ბანაკის პროგრამა ორ ენაზე, ქართულად და ინგლისურად ხორციელდება. 
ყოველდღიურად მონაწილეები ასრულებენ შემეცნებით და მხიარულ აქტივობებს. მათთვის დაგეგმილია ტრენინგები, რომელიც ორიენტირებულია შემოქმედებითი/კრეატიული აზროვნების განვითარებაზე.
ბანაკის მესამე დღეს მოწვეულნი არიან სტუმარები, სპეციალისტები სამაშველო სამსახურიდან, რომლებიც უსაფრთხოებაზე ჩაუტარებენ სემინარს ბანაკის წევრებს.
მონაწილეებს დაურიგდათ ბანაკის სამახსოვრო მაისურები. ბოლო დღეს კი მათ გადაეცემათ სერთიფიკატები.
ბანაკის დასრულებამდე ყოველდღიურად დაემატება ახალი ფოტოები შემდეგ მისამართზე:  https://www.facebook.com/media/set/set=a.1639050519646896.1073741909.1411932165692067&type=3   ;