2015 წლის 3 აგვისტოს დაბა ბაკურიანში დაიწყო საზაფხულო
ბანაკი ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის.
პროექტის წერისა და კარიერული ზრდის ტრენინგ-ბანაკი
„ჰორიზონტი“ 7 აგვისტოს ჩათვლით 28 მონაწილეს მისცემს საშუალებას ტრენინგი გაიაროს
და შემეცნებით-გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღოს.
ბანაკი იმართება პროექტის ფარგლებში: "ჰორიზონტის გაფართოება: გაუმჯობესებული არჩევანი
ქალთა და გოგონათა პროფესიული და ეკონომიკური განვითარებისათვის" - რომელსაც ახორციელებს
კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN) მერსი ქორფსთან
(Mercy Corps) თანამშრომლობით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების
სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
პროექტის წერისა და კარიერული ზრდის ტრენინგ-ბანაკის
„ჰორიზონტი“ განმხორციელებელია EMT (განათლებისა
და მართვის გუნდი).
EMT აგრძელებს დაკვეთების
მიღებასა
და ბანაკების განხორციელებას.
ჩვენ სიამოვნებით ვითანამშრომელებთ სკოლებთან, საგანმანათლებლო
და ბიზნეს ორგანიზაციებთან.
დავგეგმავთ და ჩავატარებთ
ბანაკებს ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისა და უფროსებისთვის. www.emt.ge