EMT-ს ბანაკი "ცხრაკლიტული" დაიწყო

 EMT-ს ორგანიზებით კიდევ ერთი ბანაკი იმართება დაბა  ბაკურიანში. ინტერაქტიული ბანაკი "ცხრაკლიტული" აქტიურად დაიწყო და მონაწილეების ჩართულობით გამოირჩევა.

 პროგრამა გათვლილია 10-16 წლის მონაწილეებისთვის და მიზნად ისახავს ბავშვებში/მოზარდებში სხვადასხვა უნარის განვითარებას.

ბანაკი 8 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მოიცავს შემეცნებით აქტივობებს, ტრენინგებს, მხიარულ და გასართობ სავარჯიშოებს.

"ცხრაკლიტულის" ბანაკში მონაწილეობას იღებს 22 ბავშვი და 4 ლიდერი.

ბანაკის მიმდინარეობის ამსახველი ფოტოები ყოველდღე  დაიდება EMT-ს ფეისბუქის გვერდზე:
https://www.facebook.com/media/set/?set=a.1648467712038510.1073741911.1411932165692067&type=3&uploaded=25