ვიწვევთ მოხალისეს ხელნაკეთი ნივთების კლუბში

თბილისში ვეძებთ ქართულენოვან მოხალისეს, 18-დან 25 წლამდე, რომელიც იმუშავებს 19 წლის გერმანელ მოხალისე ლუიზე ლოტთან ერთად EMT/CISV.geo-ს ოფისში.

მოხალისემ უნდა იცოდეს ინგლისური ან გერმანული, სურვილი ჰქონდეს დადგეგმოს და ლუიზესთან ერთად ჩაატაროს ხელნაკეთი ნივთების დამზადების სწავლების ჯგუფის შეხვედრები 5-9 წლის ასაკის ბავშვებისთვის კვირაში 1-ხელ ან 2-ჯერ (შეხვედრის დროს შევათანხმებთ, მაგრამ სავარაუდოდ შუა კვირაში  15:00-დან 17:00 საათამდე).

მოხალისეობის პერიოდი ჩაეთვლება სამუშაო გამოცდილებაში და მიიღებს სერტიფიკატსა და რეკომენდაციას მომავალი დასაქმების ადგილას.

მოხალისეს შეეძლება: მონაწილეობა მიიღოს დაფინანსებულ საერთაშორისო გაცვლით პროექტებში, აიმაღლოს ენების ცოდნის დონე, გაიზარდოს პიროვნულად და პროფესიულად, დაამყაროს ურთიერთობა შესაძლო დონორებთან და პარტნიორებთან საქართველოში.

დაინტერესების შემთხვევაში: მოტივაციის წერილი (CV არა) გამოგზავნეთ ქართულად ფოსტაზე: georgia@cisv.org