EMT- განათლებისა და მართვის გუნდის წარმომადგენელობა  გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებას  დაესწრო. "არაფორმალური განათლების ფესტივალი"-ს  ჟიურიმ ფინალში დარჩენილი     მე-10, მე-11 და მე-12 კლასების
მოსწავლების დაწერილი პროექტების პრეზენტაციები მოისმინა და გამოავლინა მათგან  ერთი საუკეთესო.
ღონისძიების სპონსორებმა სხვადასხვა საჩუქარი გადასცეს რჩეულ მონაწილეებს. ფესტივალზე სპონსორის სახით იყო წარმოდგენილი ასევე განათლებისა და მართვის გუნდი . EMT-ს ჯგუფის წევრებმა 5 საუკეთესო პრეზენტატორს გადასცა ტრენინგ-კურსებზე  50% -იანი ფასდაკლების ვაუჩერი. 
ასევე 2 პროექტის ავტორ  ჯგუფს ადამიანური რესურსის სახით დახმარება აღუთქვა და წარმატებები უსურვა ყველა მონაწილეს.
EMT-ს და ალმა მატერს შორის თანამშრომლობა მომავალ კონკურსებზეც გაგრძელდება .


