"ერთად ერთმანეთისთვის"


2015 წლის 13 დეკემბერს გორში, საზოგადოება ,,ბილიკის“ მართვის ქვეშ მყოფი

დღის ცენტრის ,,სხივი“ ბენეფიციარებისათვის მოეწყო ღონისძიება.  მიზანი იყო,

სტუმრების და მასპინძლების გაცნობა და მომავალში ერთობლივი აქტივობების

დაგეგმვა. ასევე ბენეფიციარებისთვის კომუნიკაციის უნარების განვითარება.

ღონისძიება მოამზადეს EMT- „განათლებისა და მართვის გუნდის“ „მომავალი

ლიდერების კლუბის“ და "პრეზენტატორთა კლუბის" ახალგაზრდებმა. ისინი დღის ცენტრის ბავშვებთან ერთად

ჩართული იყვნენ ყველა თამაშსა და აქტივობაში.

დღემ  ემოციურად ჩაიარა. ერთად ცეკვა, სიმღერა, გუნდებს შორის შეჯიბრი,

მხიარული,,ენერჯაიზერები“ ყველას მოეწონა.

მადლობა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს იდეის მხარდაჭერისათვის

და ახალგაზრდების კომფორტული ტრანსპორტით უზრუნველყოფისათვის.