სტუდენტური გაცვლითი პროგრამები


EMT და CISV-საქართველოს ოფისში პარასკევს, 18 დეკემბერს გაიმართა საინფორმაციო გაცნობითი-ხასიათის ღონისძიება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა შორის არსებული სტუდენტური გაცვლითი პროგრამების შესახებ.


დაინტერესებულმა მონაწილეებმა მიიღეს მათთვის საჭირო ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:
✔ „Erasmus +“ -ისა და Erasmus Mundus-ის გაცვლითი პროგრამების შესახებ:
✔ რა სხვაობაა ზოგადად „Erasmus+“ -სა და Erasmus Mundus-ს შორის;
✔ გაცვლითი პროგრამისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადების, CV europass-ის ფორმატისა და სამოტივაციო წერილის სტრუქტურის შესახებ;

შეხვედრას გაუძღვა  ESN Tbilisi ISU-ს ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად აქტიური წევრი მერიემ ჯანთეზი.