დემოკრატიის შუქურა

დანიის გაერთიანებული ერების ასოციაციამ ინტერკოლეჯთან თანამშრომლობით დანიაში ჩაატარა სასწავლო ვიზიტი სახელწოდებით „დემოკრატიის კულტურა“, რომლის პირველი ნაწილიც ქალაქ სლეტესლენდში, მეორე კი დედაქალაქ კოპენჰაგენში გაიმართა. პროექტის პარტნიორ ორგანიზაციას საქართველოდან წარმოადგენდა სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია, რომლის მეშვეობითაც ტურში მონაწილეობა მიიღეს  EMT-განათლებისა და მართვის გუნდის  წარმომადგენლებმა მარიდეა გელაშვილმა და ლალი თვალიაშვილმა და საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის პროექტების მენეჯერმა ნინო მღებრიშვილმა. 
სასწავლო პროგრამაში 15 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია იყო ჩართული.

პროექტის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური სემინარები, პრეზენტაციები და შეხვედრები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. პროექტის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დანიის მაგალითზე გაცნობოდნენ დემოკრატიულად განვითარებული ქვეყნების სახელმწიფო მართვის სტრუქტურას, მიეღოთ მათგან რჩევები და გაეზიარებინათ თავიანთი გამოცდილება სხვადასხვა მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს შორის.


მონაწილეები ასევე გავეცანით დანიისა და სხვა ქვეყნების კულტურულ თავისებურებებს. ამასთანავე საფუძველი ჩაეყარა სასწავლო ვიზიტში მონაწილე ორგანიზაციებს შორის სამომავლო პროექტების იდეებს.