მემორანდუმი ფინკა ბანკთან

ფინკა ბანკ საქართველოსა და EMT - განათლებისა და მართვის გუნდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად ბანკი DIAMOND CHALLENGE Georgia-ს ოფიციალური მხარდამჭერი გახდა.
მემორანდუმის ფარგლებში ფინკა ბანკი ფინანსურ დახმარებას გაუწევს EMT-ის DIAMOND CHALLENGE Georgia-ს ადმინისტრირების კუთხით და ფულად ჯილდოს გადასცემს გამარჯვებულ გუნდს, რათა გუნდმა მოახერხოს წარმომადგენლების გაგზავნა ამერიკის შეერთებულ შტატებში ფინალურ წარდგენაზე. ფინკა ბანკი საქართველო გამარჯვებულ გუნდს საბოლოო პროექტის მომზადების კუთხითაც დაეხმარება, რომელსაც გამარჯვებულები აშშ-ში, 2016 წლის აპრილში ფინალურ ეტაპზე წარმოადგენენ.
„Diamond Challenge” სასწავლო ინიცატივაა, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში დელავერის უნივერსიტეტის წარმომამდგენლები ახორციელებენ და რომლის მიზანია
უფროსკლასელ მოსწავლეებში სამეწარმეო უნარების გამომუშავება და განვითარება. საქართველოში ღონისძიებას დელავერის უნივერსიტეტის ოფიციალური პარტნიორი, განათლებისა და მართვის გუნდი ახორციელებს, ხოლო პროექტის სრული პარტნიორი სიქა- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციაა.