სიკეთის საერთაშორსო დღე EMT და CISV საქართველოს მოხალისეებმა აღნიშნეს

17 თებერვალს სიკეთის ეპიდემიის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს არის მცირე წახალისება გავაკეთოთ პატარა სიკეთე და უბრალოდ თავი ვიგრძნოთ ბედნიერად. 

ამ დღეს, EMT-სა და CISV საქართველოს მოხალისეები და ახალგაზრდები თავიანთი პატარა კეთილი საქმით შეურთდნენ და ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალურ ბანკს ეწვივნენ. 

საქართველოში სისხლზე მოთხოვნა საშუალოდ 2-ჯერ მეტია, ვიდრე ბანკში არსებული მარაგია. საინტერესოა რა ემართება იმ ხალხს, ვისაც სისხლის გადასხმა სჭირდება, მაგრამ, სამწუხაროდ, მარაგის სიმცირის გამო ვერ ღებულობს მას? 


ნატალია კვანტალიანის სახლობის სისხლის ცენტრაული ბანკის შენობა საკმაოდ სუფთა და კომფორტულია. აქ შეგიძლიათ გაიღოთ სისხლი სიცოხლის გადასარჩენად. მისამართი: ქავთარაძის 12ა, (ვაჟა-ფშაველას მეტროსთან). Facebook გვერდი:https://www.facebook.com/nkcbb/

თუ კი ვინმეს გაგიჩნდებათ სურვილი სისხლის გაღების, გირჩევთ გაითვალისწინოთ რამდენიმე აუცილებელი წესი: 
- უნდა იყო მინიმუმ 18 წლის
- უნდა იწონიდე მინიმუმ 55 კგ-ს
- უნდა იყო ჯანმრთელი, არ იღებდე არანაირ მედიკამენტებს
- სისხლის გაღების წინა დღეს არ უნდა გქონდეს დალეული ალკოჰოლი
- სასურველია ფრჩხილები არ გქონდეს გაკეთებული სალონში (შესაძლებელია იქ გამოიყენონ არასტერილური ხელსაწყოები)
- ბოლო მენსტრუალური ციკლი უნდა გქონდეს მინიმუმ ერთი კვირით ადრე
- სისხლის ბანკში სისხლის ჩაბარება შესაძლებელია 5 საათამდე. თუ პირველად აბარებთ სისხლს, მაშინ 5-ის ნახევრამდე. სასურველია, მიხვიდეთ დილით ან შუადღეს, რომ საკამრისი იყოს დრო გაგსინჯოთ ექიმმა და შეამოწმოს თქვენი სისხლი. 
- სისხლი გაღება შესაძლებელია მოხალისეობრივად ან შესაძლოა მიიღოთ ფულიც, თუ თქვენი ჯგუფის სისხლი მოთხოვნადი და საჭიროა სისხლის ბანკში.

EMT-ს და CISV საქართველოს მოხალისეებმა სისხლის ბანკში სტუმრობის შემდეგ საკუთარი შთაბეჭდილებები კრეატიული ნახატებითა და მესიჯებით გამოხატეს „ყველას სჭირდება სისხლი“ და „გაზიარება მზრუნველობაა“. მათ ქუჩაში გამვლელი ბავშვებიც შეურთდნენ ხატვაში. 


იმედი გვაქვს, EMT და CISV საქათველოს მოხალისეებმა და ახალგარზდებმა თუნდაც რამდენიმე ადამიანი შთააგონეს და მისცეს მოტივაცია კეთილი საქმის კეთების.

დაიმახსოვრეთ, ყველა დღე სიკეთის კეთების დღეა.