კონკურსში გამარჯვებული გუნდი ამერიკაში წარდგენისთვის ემზადება

„Diamond Challenge Georgia" 2016-ის ფინალისტებისათვის ფინკა ბანკში საბოლოო პროექტის მოსამზადებლად სპეციალური ტრენინგები ტარდება, რომლის მიზანია გამარჯვებულმა გუნდმა საკუთარი ბიზნეს პროექტი ამერიკაში, ფინალურ ღონისძიებაზე წარადგინოს. 

ფინალი დელავერის უნივერსიტეტში 2016 წლის 14-15 აპრილს გაიმართება. 

"Diamond Challenge” სასწავლო ინიცატივაა, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში დელავერის უნივერსიტეტის წარმომამდგენლები ახორციელებენ და რომლის მიზანია
უფროსკლასელ მოსწავლეებში სამეწარმეო უნარების გამომუშავება და განვითარება. 


"Diamond Challenge”-ს საქართველოში EMT განათლებისა და მართვის გუნდი, სიქას მხარდაჭერით ახორციელებს. სხვა სპონსორებთან ერთად 2016 წელს პროგრამას ფინკა ბანკმა გაუწია მხარდაჭერა.