"დედამიწის საათი" EMT-ში


2016 წლის 19 მარტს მსოფლიოს 165-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ დედამიწის საათის დღეს. ეს  უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს.

19 მარტს განათლებისა და მართვის გუნდის ოფისში ჩატარდა ტრენინგი, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება და მათი ინფორმირება ამ დღის მნიშვნელობის კუთხით.



მონაწილეებმა შეიმუშავეს ღინისძიების სამომავლო პოპულარიზებისთვის საჭირო ნაბიჯებიც.