შეხვედრა DIAMOND CHALLENGE MOLDOVA-ს ხელმძღვანელთან

Diamond Challenge საქართველოს ხელმძღვანელი პავლე თვალიაშვილი 2016 წლის 14 მარტს Diamond Challenge Moldova-ს ხელმძღვანელს ანა მირზას შეხვდა. შეხვედრის ძირითადი მიზანი კონკურსის ჩატარების გამოცდილების გაზიარება იყო. 
მოლდოვამ ერთი წლით ადრე დაიწყო პროგრამაში მონაწილეობა და შესაბამასად მეტი გამოცდილებაც დაგროვდა (მაგალითად სპონსორების მოძიება ელექტრონული Crowdfunding სისტემით), თუმცა საქართველოს მხრიდანაც საინტერესო მაგალითები მოისმინა მოლდოველმა ლიდერმა, რაც ეხებოდა ჯგუფის წევრებში დამოუკიდებლად მგზავრობასთან დაკავშირებული უნარების განვითარებას.