სტაჟირების პროგრამა 2016

EMT - განათლებისა და მართვის გუნდი, CISV-საქართველო და სიქა– საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია გთავაზობთ საზაფხული სტაჟირების პროგრამას!
ვისთვის:
18–25 წლამდე ახალგაზრდებისთვის:

ჩვენი ტრენინგ–კლუბების ან ბანაკების მონაწილე/კურსდამთავრებულ მოტივირებულ ახალგაზრდებსა და მათაც ვისაც ჯერ არ ქონიათ ჩვენთან ურთიერთობა, ვისაც აქვს სურვილი, რომ გახდეს ჩვენი გუნდის წევრი, შეიძინოს ახალი სამუშაო გამოცდილება, გაიუმჯობესოს ღონისძიების დაგეგმვის, გუნდური მუშაობის და ლიდერული უნარ–ჩვევები, გაიმდიდროს CV და გაატაროს ზაფხული ნაყოფირად და სახალისოდ - ველით .

5 ადგილი გამოცდილი წევრებისთვის და მხოლოდ 2 ადგილი მათთვის ვისაც ჯერ არ ქონია ჩვენთან ურთიერთობის გამოცდილება.
სტაჟირება გაგრძელდება მინიმუმ 2 კვირა და რამდენიმე ნაკადი იქნება 1 ივლისიდან.
რას გთავაზობთ ჩვენ:
• უფასოდ დაესწრებით ტრენინგებს ღონისძიების დაგეგმვის და პრეზენტაციის უნარების მიმართულებით.
• გექნებათ შანსი თავად დაგეგმოთ და განახორციელოთ მცირე ღონისძიებები
• მიიღოთ გამოცდილება ორგანიზაციული მართვის (ლოჯისტიკის) მიმართულებით
• იმუშავოთ უცხოელ მოხალისესთან
• მონაწილეობას მიიღებთ საოფისე და ოფის გარე აქტივობებში
• იზრუნებთ იმ ბავშვებსა და ახალგაზრდებზე, ვინც ზაფხულში თბილისშია

და ეს მხოლოდ მცირედია იმ საინტერესო გამოცდილებებიდან რაც წინ გელით...

რეგისტრაციის საფასურია 20 ლარი (მხოლოდ მათთვის ვინც გაივლის შერჩევის ეტაპს).

რეგისტრაციისთვის გაყევით ბმულს:
http://goo.gl/forms/GpnYytcxJcNwblw53

სტაჟირების პროგრამას ახორციელებენ სიქა (www.siqa.org.ge) , EMT (www.emt.ge) და CISV- საქართველო (www.cisvgeorgia.blogspot.com) საკუთარი რესურსებით, დონორების დაფინანსების გარეშე.