Tbilisi G20 Youth Summit 2016 - დაიწყო


Tbilisi G20 Youth Summit 2016 გახსნის ცერემონია შავი ზღვის უნივერსიტეტში დღის პირველ საათზე დაიწყო. ორგანიზატორებმა თორნკე ყიყიშვილმა და დავით ტაბატაძემ სიტყვით მიმართეს დამსწრე აუდიტორიას და ისაუბრეს პროექტის მიზნების, მნიშვნელობის და მხარდამჭერების შესახებ.

დელეგატებს ასევე სიტყვით მიმართა EMT-განათლებისა და მართვის გუნდის და CISV-საქართველოს წარმომადგენელმა თეონა ბუაძემ.


დიდი ოცეული საერთაშორისო ფორუმია, რომელშიც ერთიანდება მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის 19 ქვეყანა და ერთი გაერთიანება-ევროპის კავშირი, რომელიც სამიტზე ევროპის კომისიისა და ევროპის ცენტრალური ბანკით არის წარმოდგენილი.


პროექტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეები და უნივერსიტეტის სტუდენტები ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას უახლოეს წარსულში მომხდარ აქტუალურ ისტორიულ საკითხებთან დაკავშირებით და  გაეცნობიან დიდი ოცეულის სამიტის მუშაობის სპეციფიკას.


გენერალურ ასამბლეაზე გამოვლინდება 2 საუკეთესო დელეგატი, რომელთაც EMT-განათლებისა და მართვის გუნდი და CISV-საქართველო გადასცემს სპეციალურ პრიზებს. EMT -დან ტრენინგ-პროგრამაში მონაწილეობის უფასო კურსს და CISV-საქართველოდან Erasmus + პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობას.

სამიტის თარიღებია: 11, 12 და 13 ივნისი.