პოლონეთის მთავრობის სტიპენდია ახალგაზრდა აკადემიკოსებისთვის




EMT -ის მხარდაჭერით, 17 იანვარს, 17:00 სთზე, EMT-ში, ჩატარდა უფასო სემინარი პოლონეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულ პროგრამაზე : 
„ პოლონეთის მთავრობის სტიპენდია ახალგაზრდა აკადემიკოსებისთვის“ THE SCHOLARSHIP PROGRAM OF THE GOVERNMENT OF THE REPUBLIC OF POLAND FOR YOUNG ACADEMICIANS
პროგრამის შესახებ ინფორმაციისთვის მიყევით ბმულს:
http://english.studium.uw.edu.pl/recruitment-for-the-scholarship-program-for-young-academicians/ 
საბუთების გაგზავნის ბოლო ვადაა 17 მარტი, 2017წ.

სემინარს ჩაატარეს აღნიშნული პროგრამიდან დაბრუნებული ახალგზარდებმა, რომლებმაც გაიარეს ის გზა როგორიცაა შესარჩევი კონკურსი, ( საბუთების შეგორვება გაგზავნა, გასაუბრება) მოხვდნენ შერჩეულ აკადემიკოსთა შორის და მიიღეს გამოცდილება.

პროგრამით დაინტერესებულმა ახალგაზრდებამ მიიღეს დაწვრილებითი ინფორმაცია აღნიშნულ პროგრამაზე: რა არის პროგრამის მიზანი, რატომ აფინანსებს პოლონეთის მთავრობა, რამდენია სტიპენდია, რა ენაზეა სწავლა რა საბუთები უნდა შეაგროვოთ და სხვ.) მიიღეს რჩევები როგორ მოამზადონ გასაგზავნი დოკუმენტები, სავარაუდოდ რა კითხვებს დაუსვამენ გასაუბრებაზე, რა უნდა იცოდნენ და რა კითხვეზე გქონდეთ პასუხი მზად.
გარდა ამისა ვისაუბრეთ თუ როგორია სტუდენტური ცხოვრება პოლონეთში.



აღნიშნული შეხვედრით დაინტერესდა საზოგადოებრივი მაუწყებელი და EMT-ის ადმინისტრაციული მენეჯერი გვანცა თვალიაშვილი, როგორც ერთ-ერთი ყოფილი სტიპენდიანტი იმყოფებოდა მოამბის პირდაპირ ეთერში, სადაც ტელევიზიით უამბო მაყურებელს პოლონეთის მთავრობის სტიპენდიის შესახებ .





EMT გისურვებთ წარმატებებს!

www.emt.ge