თეორია VS პრაქტიკა

პავლე თვალიაშვილის ინიციატივით, ახალგაზრდების ხელშეწყობისათვის საქართველოში, შეხვედრების ციკლი - "გაზიარება ზრუნვაა" გრძელდება.
შეხვედრების მიზანია - გავაძლიეროთ ერთმანეთი, გავაზიაროთ ცოდნა და გამოცდილება.

31 იანვარის შეხვედრის თემა იყო : თეორია VS პრაქტიკა.


მომხენებელი იყო  EMT-ის ტრენინგ-პროგრამების ავტორი, ტრენერი და CISV-Georgia-ს ლიდერი მარიამ აბულაძე, რომელსაც აქვს მრავალფეროვანი გამოცდილება და გაგვიზიარა საკუთარი შეხედულება თემაზე: თეორია VS პრაქტიკა, განვიხილეთ თეორიის და პრაქტიკის მნიშვნელობა, რა როლს თამაშობს ინდივიდის განვითარებაში, შევადარეთ და გამოვყავით განსხვავებები თეორიასა დაპრაქტიკას შორის. ასევე ვისაუბრეთ რამდენად გარდამავალია ერთი, მეორე მდგომარეობაში და პირიქით. 



მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებშიც შეხვედრის მონაწილეებმა გაგვიზიარეს საკუთარ გამოცდილება და მოსაზრებები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.