„ბრილიანტის გამოწვევა“ (Diamond Challenge) 2017

2017 წლის 13 თებერვალს,  თბილისში, საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ „ბრილიანტის გამოწვევის” საქართველოს ფინალურ  ტურზე გამარჯვებული რუსთავის მე-4 საჯარო სკოლის გუნდი „SoapTopia” გამოვლინდა, რომელიც 1 უფროსთან ერთად აპრილში გაემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში 10 ქვეყნის ახალგაზრდულ გუნდებთან შესაჯიბრებლად. ფულად ჯილდოსთან ერთად მათ   მიიღეს შესაძლებლობა იდეა აქციონ საქმედ.

აღსანიშნავია, რომ „ბრილიანტის გამოწვევა“ სასწავლო ინიციატივაა, რომლის მიზანია უფროსკლასელ მოსწავლეებში სამეწარმეო უნარების გამომუშავება და განვითარება. მას 2014 წლიდან ახორციელებს ა... დელავერის უნივერსიტეტის წარმომადგენელი  საქართველოში EMT - განათლებისა და მართვის გუნდი. პროექტის სრული პარტნიორია ააიპ სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია.


აღნიშნული პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციებია: სს ფინკა ბანკი საქართველო, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ,  CISV-georgia,   შპს „iKnow”, YMCA-საქართველო, რაგბის კლუბიხალიბები“, “ბადაგი”, “ცოდნის კაფე”, ტურისტული კომპანია „გუდტრეველი“, ხელნაკეთი ნივთების მაღაზია „ჰიპი“.