პრეზენტაციის მომზადება პრეზის პროგრამით

პავლე თვალიაშვილის ინიციატივით, ახალგაზრდების ხელშეწყობისათვის საქართველოში, შეხვედრების ციკლი - "გაზიარება ზრუნვაა" გრძელდება.
შეხვედრების მიზანია - გავაძლიეროთ ერთმანეთი, გავაზიაროთ ცოდნა და გამოცდილება.

14 თებერვალს, EMT-ის ოფისში,  ჩატარდა შეხვედრა "პრეზენტაციის მომზადება პრეზის პროგრამით".

პრეზი არის პროგრამა, სადაც შესაძლებელია პრეზენტაციის მომზადება ონლაინ რეჟიმში. ასევე აღნიშნული პროგრამა ავტომატურად ინახავს თქვენს ნამუშევარს და ინფორმაციას. პრეზიში გაკეთებული პრეზენტაცია შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ და ხელმისაწვდომი გახადოთ თქვენი ნაშრომი პუბლიკაციისთვის. https://prezi.com/


შეხვედრაზე განვიხილეთ, თუ როგორ მოვამზადოთ პრეზის პროგრამით პრეზენტაცია, როგორ გამოვიყენოთ პრეზის ფუნქციები და რა ტექნიკები უნდა ვიცოდეთ.
შეხვედრას უძღვებოდა EMT - ის ტრენერი  მარიამ თვალიაშვილი.
ვორქშოპი მიმდინარეობდა ინტერაქტიულად,  მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართული პრეზის შესწავლის პროცესში.


EMT გისურვებთ წარმატებებს!