სამუშაო ვიზიტი პოლონეთში

EMT განათლებისა და მართვის გუნდის დამფუძნებელი დირექტორი პავლე თვალიაშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაშია. 29 მარტს პავლე თვალიაშვილმა მოინახულა კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრი და ვარშავის ცენტრის რეკრეაციული ადგილები. 30 მარტს დაგეგმილია რამდენიმე ისტორიული, კულტურული და შემეცნებით ადგილის მონახულება.  

EMT-ის მიერ იგეგმება სპეციალური ტურების მოწყობა იმ ოჯახებისთვის, ვინც ბავშვების განვითარებითაა დაინტერესებული.