შეხვედრების ციკლის " გაზიარება ზრუნვაას" ფარგლებში,
სამშაბათს, 28 მარტს, 18:30 სთ-ზე, ჩატარდა შეხვედრა: ,,ბულინგი სამსახურში და მისი პრევენცია.“
შეხვედრაზე განხილული იქნა
ბულინგის სახეები, შემთხვევები სამსახურებრივ გარემოში და მათი
გამომწვევი მიზეზები, ასევე, შემოთავაზებული იყო ბულინგის პრევენციის გზები.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა
დისკუსია, სადაც განვიხილეთ ბულინგის სამსახურეობრივი შემთხვევები. აუდიტორია აქტიურად იყო
ჩართული შეხვედრის ბოლოს აღნიშნეს , რომ ბულინგი
ეს არის თემა, რომელიც შესაძლოა ყოველდღიურად ვხედავდეთ ჩვენს გარშემო, მაგრამ არასწორ
ფორმულირებას ვუკეთებდეთ. ბევრმა მათგანმა აღნიშნა, რომ უკეთ გაანალიზეს საკუთარ სამსახურში
არსებული რეალობა.
შეხვედრას გაუძღვა სამართლის მაგისტრი და ა(ა)იპ „საქართველოს კრიმინოლოგთა
საზოგადოების“ ხელმძღვანელი -ხატია უბირია
შეხვედრების ციკლი -
"გაზიარება ზრუნვაა" ტარდება საქართველოში ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით.
შეხვედრების მიზანია - გავაძლიეროთ ერთმანეთი, გავაზიაროთ ცოდნა და გამოცდილება.
შეხვედრების ციკლის ინიციატორია პავლე თვალიაშვილი. მას ეხმარებიან
კოლეგები, მეგობრები და ნაცნობები. შეხვედრები არ ფინანსდება ვინმეს მიერ. ეს ინიციატორების
კეთილი ნების გამოვლენაა.
EMT გისურვებთ წარმატებებს!
T: 595 368 368