14 მარტს, 19:00 სთ-ზე, EMT-ში გაიმართა შეხვედრა თემაზე: CV, სამოტივაციო წერილი და გასაუბრება.
შეხვედრა განკუთვნილი იყო არა მხოლოდ სამსახურის მაძიებლებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც სურს საზღვარგარეთ გაემგზავროს ან უნდა საინტერესო ტრენინგზე მოხვდეს. ყველა შემთხვევაში რათქმაუნდა საჭიროა განაცხადის გაკეთება და კონკურსის გავლა. შეხვედრაზე დამსწრე ადამიანებმა მიიღეს რჩევები როგორ მოამზადონ წარმატებული განაცხადი.
შეხვედრაზე განვიხილეთ შემდეგი საკითხები:
✅ CV - როგორი უნდა იყოს CV-ის სტრუქტურა, რა ინფორმაცია მივუთითოთ და რა ფორმით.✅ სამოტივაციო წერილი - როგორ დავწეროთ სტრუქტურულად და აკადემიურად გამართული სამოტივაციო წერილი, რა მთავარ კითხვებზეა სასურველი გავცეთ პასუხი და როგორ წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი მაქსიმალურად.
✅ გასაუბრება - რას ექცევა ყურადღება გამსაუბრებლის მხრიდან, რა სავარაუდო კითხვებზე უნდა გვქონდეს მზად პასუხი, როგორ დავამახსოვროთ თავი გამსაუბრებელს.
✅ ასევე ვისაუბრეთ Linkdin-ზე პროფილის შექმნასა და მის მნიშვნელობაზე.
შეხვედრას გაუძღვა EMT-ის ტრენერი თეა მხეიძე.https://www.linkedin.com/
EMT გისურვებთ წარმატებებს!
T: 595 368 368
E-Mail: emtapply@gmail.com