ახალგაზრდების ხელშეწყობისათვის საქართველოში, შეხვედრების ციკლი - "გაზიარება ზრუნვაა" გრძელდება. შეხვედრების მიზანია - გავაძლიეროთ ერთმანეთი, გავაზიაროთ ცოდნა და გამოცდილება.
შეხვერების ციკლის ინიციატორია პავლე თვალიაშვილი. მას ეხმარებიან კოლეგები, მეგობრები და ნაცნობები. შეხვედრები არ ფინანსდება ვინმეს მიერ. ეს ინიციატორების კეთილი ნების გამოვლენაა.
7 მარტს, 19 საათზე, ჩატარდა შეხვედრა თემაზე: "როგორ ვმართოთ სოციალური მედია?"
შეხვედრა განკუთვნილი იყო მათთვის, ვინც მართვას Facebook-ის გვერდებს პროფესიულ თუ სამოყვარულო დონეზე.
შეხვედრაზე განვიხილეთ: Facebook-ის მართვის ძირითადი პარამეტრები და ალგორითმები, ტექნიკები და ტრენდები, რომელიც გამოიყენება მეტი აუდიტორიის მისაღწევად, Facebook რეკლამა, "კონტენტის" შექმნა და მართვა.
შეხვედრას უძღვებოდა საზოგადოებასთან ურთიერთბის სპეციალისტი ანი ციცქიშვილი.
EMT გისურვებთ წარმატებებს!
T: 595 368 368
E-Mail: emtapply@gmail.com