წარმატებული მენეჯერის როლი კომპანიის განვითარებაში


შეხვედრების ციკლის " გაზიარება ზრუნვაას" ფარგლებში, სამშაბათს, 04 აპრილს, 18:30 სთ-ზე, ჩატარდა შეხვედრა:  ,, წარმატებული მენეჯერის როლი კომპანიის განვითარებაში.

შეხვედრაზე განვიხილეთ მენეჯერის ურთიერთობა თანამშრომლებთან და მათი როლი,  კომპანიის განვითარებაში. ვისაუბრეთ შიდა კომუნიკაციის მნიშვნელობასა და წარმატების ჯაჭვურ რეაქციაზე.


აუდიტორია აქტიურად იყო ჩართული, განვიხილეთ შემთხვევები სამსახურში, როგორც მენეჯერის გადმოსახედიდან ასევე თანამშრომლების. შეხვედრის ბოლოს დასმწრეებმა აღნიშნეს , რომ  ასეთი ტიპის შეხვედრები მათ ეხმარებათ სამსახურებრივ საქმიანობაში.  ბევრმა მათგანმა აღნიშნა, რომ უკეთ გაანალიზეს საკუთარ სამსახურში არსებული რეალობა.

შეხვედრას გაუძღვება სოფიო ბერიძე - მენეჯმენტის მაგისტრი და kings- ის სტრატეგიული პროექტების მენეჯერი.


შეხვედრების ციკლი - "გაზიარება ზრუნვაა" ტარდება საქართველოში ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით. შეხვედრების მიზანია - გავაძლიეროთ ერთმანეთი, გავაზიაროთ ცოდნა და გამოცდილება.

შეხვედრების ციკლის ინიციატორია პავლე თვალიაშვილი. მას ეხმარებიან კოლეგები, მეგობრები და ნაცნობები. შეხვედრები არ ფინანსდება ვინმეს მიერ. ეს ინიციატორების კეთილი ნების გამოვლენაა.


EMT გისურვებთ წარმატებებს!

T: 595 368 368