დროის მართვა


შეხვედრების ციკლის " გაზიარება ზრუნვაა" ფარგლებში, ტრადიციულად სამშაბათს, 16 მაისს, 19:00 სთ-ზე, ჩატარდა შეხვედრა თემაზე: დროის მართვა.

ჩვენი ცხოვრებისეული პრიორიტეტია ის რაშიც ვხარჯავთ ყველაზე მეტ დროს და მონდომებას.  დრო ეს არის მნიშვნელოვანი რესურსი მიზნის მისაღწევად. დროის მართვა ნიშნავს ჩვენი ცხოვრებისეული პრიორიტეტების შესაბამისად ვიყოთ მომავალზე ორიენტირებულები, შევირგოთ/არ გამოგვრჩეს აწმყო და პოზიტიურად განვეწყოთ წარსულის მიმართ.

შეხვედრაზე განვიხილეთ დაგეგმვის მეთოდები, რომლებიც დაგვეხმარება „დროის მჭამელების“ წინააღმდეგ გალაშქრებაში, რათა უფრო ოპტიმალურად გამოვიყენოთ დრო-დეფიციტური რესურსი, რომელიც მხოლოდ დადებითი მიმართულებით მიედინება.


შეხვედრას გაუძღვა: ასოცირებული პროფესორი ხელოვნების მენეჯმენტის მიმართულებით დოდო ჭუმბურიძე.

EMT გისურვებთ წარმატებას!


T: 595 368 368