როგორ ვიმოგზაუროთ უფასოდ? რა არის Couchsurfing?

შეხვედრების ციკლის "გაზიარება ზრუნვაას" ფარგლებში, ტრადიციულად სამშაბათს, 23 მაისს 19:00 სთ-ზე, ჩატარდა შეხვედრა: ,,როგორ ვიმოგზაუროთ უფასოდ? რა არის Couchsurfing? “

საბედნიეროდ, საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედდა ვიზალიბერალიზაცია, რაც გვიმარტივებს მოგზაურობის შესაძლებლობას, თუმცა იმისათვის, რომ ნაკლები დანახარჯებით მივიღოთ მაქსიმუმი საჭიროა ვიცოდეთ ამის საშუალებები. როგორ ვიმოგზაუროთ იაფად? ამ კითხვაზე არსებობს მრავალი პასუხი. ჩვენ კი გვინდა შემოგთავაზოთ ერთ-ერთი, ეს გახლავთ მოგზაურობა Couchsurfing -ის დახმარებით.
 შეხვედრაზე მონაწილეებმა გაიგეს, თუ რა არის Couchsurfing ? (https://www.couchsurfing.com/) როგორ დავრეგისტრირდეთ? რა უნდა გავითვალისწინოთ და ვიცოდეთ ჩვენი პროფილის შევსებისას? როგორი ტექსტია სასურველი მივწეროთ მომავალ მასპინძელს. რა ღირებულებებზეა დაფუძნებული Couchsurfing და რატომ არის საინტერესო.
შეხვედრას გაუძღვა: გვანცა თვალიაშვილი, EMT -ის და CISV საქართველოს ადმინისტრაციული მენეჯერი. (https://www.linkedin.com/in/gvantsa-tvaliashvili-4a18586a/) გვანცამ ისაუბრება საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით და გაგვიზიარა კონკრეტული ქეისები როგორ მუშაობს Couchsurfing.

აღსანიშნავია, რომ  თემამ ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია აუდიტორიაში ყველას მოუნდა იმოგზაუროს Couchsurfing - ის დახმარებით და ნაკლები დანახარჯებით მიიღოს მაქსიმუმი.

შეხვედრების ციკლი - "გაზიარება ზრუნვაა" ტარდება საქართველოში ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით. შეხვედრების მიზანია - გავაძლიეროთ ერთმანეთი, გავაზიაროთ ცოდნა და გამოცდილება.
შეხვედრების ციკლის ინიციატორია პავლე თვალიაშვილი. მას ეხმარებიან კოლეგები, მეგობრები და ნაცნობები. შეხვედრები არ ფინანსდება ვინმეს მიერ. ეს ინიციატორების კეთილი ნების გამოვლენაა.

EMT გისურვებთ წარმატებებს!


T: 595 368 368