EMT-ის ინგლისურ–ქართულენოვანი ტრენინგ-ბანაკი "ლიდერული არდადეგები 4"

ბანაკი "ლიდერული არდადეგები 4" დაგეგმილია მოსწავლეებისთვის, რომელთაც სურთ დაუვიწყარი და ემოციებით სავსე 7 / 10 დღე გაატარონ ბაკურიანში, 2017 წლის ზაფხულში.
ბანაკი მათთვისაა, ვისაც სურს: ახალ და ძალიან საინტერესო აქტივობებში მონაწილეობა; ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის გაუმჯობესება; ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარების განვითარება.
ბანაკი მათთვის, ვისაც უბრალოდ სურს EMT-ს გამოცდილ გუნდთან ერთად კიდევ ერთ ბანაკში მონაწილეობა!
თარიღი: 26 ივნისი - 2 ივლისი 7 დღე, 
ან 26ივნისი - 5 ივლისი 10 დღე

მონაწილეობის ღირებულება: 7 დღე - 684ლ.
10 დღე - 858ლ.
მონაწილეობა შეუძლია ყველას:
ვინც არის 10-16 წლის ასაკის;
ვისაც აქვს სურვილი გაიუმჯობესოს დამოუკიდებლად ცხოვრების და ლიდერული უნარები;
ვისაც სურს შეისწავლოს უამრავი აქტივობა, რომელსაც მომავალში გამოიყენებს თანატოლებთან ურთიერთობის დროს;
ვისაც სურს თავად დაგეგმოს და განახორციელოს საინტერესო აქტივობები და მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენოს;
ვისაც უნდა დაუვიწყარ და პოზიტიურად დამუხტულ ბანაკში მიიღოს მონაწილეობა, რომლის პერიოდშიც თითოეულ დღეს თავისი სპეციფიური მიმართულება ექნება!

გარდა მოსწავლეებისა  ბანაკში წამოსვლა შეუძლიათ ახალგაზრდებს 18 წლიდან ზემოთ, რომლებისთვისაც პროგრამა განსხვავებული კუთხით იქნება წარმოდგენილი. ისინი ისწავლიან ბანაკის სამუშაოს განრიგის შედგენას, დეტალებზე ორიენტირებას და ლიდერისთვის საჭირო უნარ-ჩვევებზე მუშაობას.
პროგრამა მოიცავს შემდეგ საკითხებს:
- გუნდური და ინდივიდუალური სახალისო, შემოქმედებითი და ინტერაქტიული აქტივობები;
- ტრენინგები და მინი ლექციები რომელიც ორიენტირებული იქნება ინგლისური ენის პრაქტიკულ გამოყენებაზე, სტრატეგიულ აზროვნებასა და სიტუაციური ლიდერის უნარების განვითარებაზე;
- ფორტი ბოიარდის ტიპის თამაში რეკრეაციულ ზონაში - სპორტულ-ინტელექტულური სავარჯიშოები - ვსწავლობთ კეთებით;
- დღის და საღამოს თამაშები, სივრცეში ორიენტირებისა და გუნდთან ერთად გადაწყვეტილებების მისაღებად;
- საერთაშორისო ბანაკის გამოცდილების დანერგვას, რაც გულისხმობს თითოეული მონაწილის გააქტიურებას სხვადასხვა როლის მიხედვით;
- Welcome Party/საღამოს აქტივობები/ცეკვები/კარნავალი/სერტიფიკატების საზეიმო გადაცემა.

სამუშაო გუნდი: შედგება კვალიფიცირებული ლიდერ-ტრენერებისგან, რომელნიც არაერთხელ ყოფილან საერთაშორისო და ადგილობრივ ბანაკებში ლიდერებად, ატარებენ ტრენინგებს სხვადასხვა თემებზე, ფლობენ პირველადი გადაუდებელი დახმარების უნარებს და შეუძლიათ საგანგებო სიტუაციებში სწრაფი რეაგირება, კარგად იცნობენ ბავშვთა ფსიქოლოგიას და აქვთ ნამუშევარი რთული ქცევის ბავშვებთანაც.
ბანაკის სიცრცის შესახებ ბაკურიანში: ბანაკი გაიმართება სასტუმროში, რომელიც აღჭურვილია 3 და 4-ადგილიანი ოთახებით (თითოეულ ოთახს გააჩნია საკუთარი სველი წერტილი), ამასთანავე კომფორტული სასადილო, სათამაშო სივრცე. 
მიმდებარე ტერიტორიაზე არის ტყე-პარკები, სპორტული მოედნები და სავარჯიშო ზონა. უახლოესი ამბულატორია მდებარეობს 10 წუთის სავალ გზაზე.
ბანაკის ღირებულებაში შედის:
სასტუმროში ცხოვრება; 
კვება;
მგზავრობა;
საკანცელარიო ნივთები და სატრენინგო მასალები;
პროგრამის ხარჯები (სპორტული ინვენტარი, სააზროვნო თამაშები და ა.შ);
უამრავი სახალისო და შემოქმედებითი აქტივობა. 

რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს:

http://webanketa.com/forms/68rkje1q6mqpcshr68rkeshm/

დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
595 EMT EMT (595 368 368) - გვანცა თვალიაშვილი; 
დამატებითი საკონტაქტო პირი:
599 556 234 - პავლე თვალიაშვილი;
www.emt.ge