როგორ დავგეგმოთ ლაშქრობა კარვებით?

6 ივნისს EMT-ში ჩატარდა შეხვედრა თემაზე: "როგორ დავგეგმოთ ლაშქრობა კარვებით?"
დიდი მადლობა შალვა ბერიძეს, შალვამ გაგვიზიარა საკუთარი გამოცდილება, გვაჩვენა ლაშქრობისთვის საჭირო აღჭურვილობა, გაგვაცნო მათი გამოყენების ინსტრუქციები და მოგვცა რჩევები
შეხვედრის განმავლობაში ვისაუბრეთ:
  • რა უნდა გავითვალისწინოთ ლაშქრობის დაგეგმვისას?
  • რის მიხედვით შევარჩიოთ მოსანახულებელ იდაკარვების გასაშლელი ადგილი
  • როგორ გავთვალოთ   რისკ-ფაქტორები
  • რა აღჭურვილობა გვჭირდება კარვებით ლაშქრობისთვის და როგორ გამოვიყენოთ ისინი?
შეხვედრაზე მივიღეთ პასუხები ზემოთ აღნიშნულ კითხვებზე. აუდიტორია აქტიურად იყო ჩართული კარვის გაშლის პროცესში, რაც თითოეული მათგანისთვის ახალი გამოწვევა აღმოჩნდა. ასევე მომხსენებელმა გვაჩვენა ლაშქრობისთვის საჭირო აღჭურვილობა, გაგვაცნო მათი გამოყენების ინსტრუქციები და მოგვცა რჩევები.
შეხვედრას  გაუძღვა: შალვა ბერიძე, ტურისტული კლუბების "მოხეტიალე" და „X Georgia“- ს  დამფუძნებელი.

შეხვედრების ციკლი - "გაზიარება ზრუნვაა" ტარდება საქართველოში ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით. შეხვედრების მიზანია - გავაძლიეროთ ერთმანეთი, გავაზიაროთ ცოდნა და გამოცდილება.შეხვედრების ციკლის ინიციატორია პავლე თვალიაშვილი. მას ეხმარებიან , მეგობრები და ნაცნობი. შეხვედრები არ ფინანსდება ვინმეს მიერ. ეს ინიციატორების კეთილი ნების გამოვლენაა.

T: 595 368 368




x