EMT ტრადიციულად გთავაზობთ მომავალ ლიდერთა ტრენინგ-კურსს, რომლის მიზანია მოზარდებმა ადრეული ასაკიდან დაიწყონ ტოპ-მენეჯერის/ლიდერის უნარების შეძენა. არაფორმალური განათლების მეთოდებით.
მონაწილეები საკუთარ თავზე გამოცდიან სხვადასხვა გამოწვევებს/სიტუაციებს და თვითონ გამოაქვთ დასკვნები.
ტრენინგ-კურსი ხელს უწყობს მოზარდში დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების, პასუხისმგებლობის, ფინანსებისა და დროის მართვის უნარების განვითარებას, ასევე მიმღებლობის გაზრდას და ურთიერთობის გაუმჯობესებას თანატოლებთან და უფროსებთან.
მომავალ ლიდერთა საბაზო ტრენინგ-კურსი მოიცავს 12 შეხვედრას, შემდეგი თემებით:
1. გაცნობა - ჯგუფური შეთანხმება
2. ყინულის დნობა, ჯგუფის შეკვრა
3. ტოლერანტობა/ პატივისცემა
4. ეფექტური კომუნიკაცია
5. გუნდურობა
6. ლიდერობა
7. სტერეოტიპები
8. კულტურული მრავალფეროვნება
9. შემოქმედებითობა
10. პასუხისმგებლობა
11. პრეზენტაციის უნარები
12. ლოგიკური აზროვნება / დაკვირვება
კურსის დახურვა
თითოეული ტრენინგის ხანგრძლივობაა 2 საათი.
საბაზო ტრენინგ -კურსზე დარეგისტრირება შეუძლიათ მოსწავლეებს შემდეგ 2 ასაკობრივ კატეოგორიაში:
· 9-დან 12- წლამდე, კვირას, 11:00 - 13:00 სთ.
· 13დან 17 -წლამდე, კვირას, 13:30 - 15:30 სთ.
ტრენინგ - კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს:
მუდმივმოქმედ ლიდერთა კლუბი
მათ ვისაც უკვე გავლილი აქვთ საბაზო ტრენინგ-კურსი შეუძლიათ დარეგისტრირდნენ მომავალ ლიდერთა ტრენინგ -კურსზე, სადაც უკვე მონაწილეებს შეუძლიათ აქტივობის დაგეგმვა და განხორციელება.
მუდმივმოქმედ ლიდერთა კლუბის მუშაობა მიმდინარეობს 2სთ და 30 წთ, ყოველ შაბათს, 15:00სთ-დან - 17:30 სთ-მდე.
ასაკი: 12 წლიდან - 15 წლამდე.
ტრენინგ - კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს:
595 368 368 *