Step Forward - პრაქტიკული ინგლისურის კურსი

მათთვის, ვისაც საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობა სურთ
კურსი მთლიანად დამყარებული იქნება პრაქტიკულ მეცადინეობაზე, რაც გულისხმობს არაფორმალური განათლების მეთოდებით სწავლებას “Learning by doing.” დაეფუძნება CISV და erasmus+ აქტივობებს. კურსს წარუძღვებიან ქართველი ლიდერები, რომლებსაც არაერთ საერთაშორისო პროექტში აქვთ მიღებული მონაწილეობა. პერიოდულად, გვეყოლება უცხოელი მოწვეული სტუმრები.
თითოეული მეცადინეობა დაეთმობა კონკრეტულ თემას ან სიტუაციას, რომლის ფარგლებშიც გვექნება სიმულაციები, როლური თამაშები, დისკუსიები და სხვ. რა თქმა უნდა ყველაფერი ინგლისურ ენაზე.
საწყის ეტაპზე შესაძლებელი იქნება “თარგმნის შესვენებების” გამოყენება.
კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე, სურვილის შემთხვევაში ჯგუფთან მუშაობა გაგრძელდება 2018 წლის ზაფხულამდე.
გვეყოლება სამი ასაკობრივი კატეგორიის ჯგუფი:
  • 10-13წწ.   შაბათს, 14:00 - 17:00 სთ.
  • 14-17წწ. შაბათს, 17:00 - 20:00 სთ.
  • მოზრდილები (სრულწლოვნები) შაბათს , 10:00-13:00სთ.
კურსის ღირებულება: 99 ლარი თვეში.
გაიცემა სერტიფიკატი.


რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს:

595 368 368 - მანჩო
557 008 757 - მარი