ბრილიანტის გამოწვევის სამუშაო შეხვედრა

   გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში,17 ნოემბერს, EMT-ის ოფისში, გაიმართა Diamond Challenge-ის ბრილიანტის გამოწვევის გუნდებისთვის სამუშაო შეხვედრა, სადაც დაინტერესებულ გუნდებს ინფორმაცია მიეწოდათ პროგრამის შესახებ. სამუშაო პროცესში ჩართულმა მოსწავლეებმა პროექტის კოორდინატორისგან სარეკომენდაციო მითითებები მიიღეს.
შეხვედრაზე განიხილეს თუ რა არის სოციალური მეწარმეობა, რა პროცესებს და რა გამოწვევებს მოიცავს. ეს პროექტი ეხმარება ახალგაზრდებს დაიწყონ ფიქრი სხვანაირად და შეძლონ კონკრეტული პრობლემების მოგვარებაზე ფიქრი. 
იმოქმედე უკეთესობისკენ!

 ''ბრილიანტის გამოწვევა'' მეწარმეობის სასწავლო პროგრამაა უფროსკლასელთათვის, რომელიც დელავერის უნივერსიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით ტარდება მთელს მსოფლიოში.