„სკოლა და არაფორმალური განათლება“

    კოალიციის „განათლება ყველასათვის - საქართველო“ ორგანიზებით, 1 დეკემბერს, ექსპო ჯორჯიაში გაიმართა გამოფენა-კონფერენცია „სკოლა და არაფორმალური განათლება“, რომლის მიზანი იყო ზოგადი განათლების სფეროში არაფორმალური განათლების შესახებ გამოცდილების გაზიარება და სკოლებთან მომუშავე არაფორმალური განათლების მიმწოდებელთა პრაქტიკის გაცნობა.




    გამოფენა-კონფერენცია 1 დეკემბერს, ექსპო ჯორჯიას #3 საგამოფენო პავილიონში მიმდინარეობდა.
    კონფერენციაზე სიქას და EMT-ის სერვისებიც იყო წარდგენილი. მათ შორის "ბრილიანტის გამოწვევის" პროგრამა და კონკურსი.