საერთაშორისო შესაძლებლობები ქართველ ახალგაზრდებს

     განათლებისა და მართვის გუნდის WWW.EMT.GE –ის დამფუძნებელმა და დირექტორმა,   ტრენერმა პავლე თვალიაშვილმა, გიორგი თვალიაშვილთან ერთად, კანდელაკის #7–ში მდებარე "ბიბლუსი გალერეაში" ღონისძიება გამართა, სადაც გაცვლით პროგრამებზე და სხვა საერთაშორისო 



შესაძლებლობებზე ისაუბრა. აუდიტორია აქტიურად იყო ჩართული   როგორ ჩაერთოთ სხვადასხვა გაცვლით პროგრამაში, იყოთ მოხალისე და იმოგზაუროთ ევროპისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მინიმალურ ფასად, ხშირ შემთხვევაში კი უფასოდ.



პავლე თვალიაშვილმა ისაუბრა პროგრამებზე:

✔ Broth for the World - 13 თვიანი მოხალისეობა გერმანიაში;

✔ EVS - ევროპის მოხალისეობრივი სერვისი ევროკავშირის ქვეყნებში;

✔ ERASMUS + ახალგაზრდული მობილობა ევროპისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამები და ტრენინგ კურსები) ;

✔ Diamond Challenge - პროგრამა სამეწარმეო უნარების განვითარებისთვის ახალგაზრდებში;

✔ UWC - პროგრამა უფროსკლასელებისთვის მსოფლიოს IB სკოლების ქსელში. სწავლის შესაძლებლობა 2 წლით.