მაგიდის თამაშები EMT-სგან მოსწავლეებისთვის

    19 მარტს, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, მედიასტუდია "დროს" ინიციატივით სამაგიდო თამაშები გაიმართა, რომელიც ემსახურებოდა ჟურნალისტური უნარ-ჩვევების გავითარებას. 

    ჩამტარებელი ორგანიზაცია იყო EMT- განათლებისა და მართვის გუნდი და სამაგიდო თამაშების კლუბი თბილისი.  შეხვედრის ფასილიტატორი იყო - ტრენერი თამუნა ქურდაძე, ასევე საკუთარი სურვილით ჩაერთვნენ EMT - კლუბების და CISV-ის საერთაშორისო ბანაკების მონაწილეები: დემეტრე ახალაია, დავით ცოგოშვილი, ნიკა ცერცვაძე და მანჩო ხუციშვილი. თამაშში მოსწავლეებთან ერთად მოხალისეებიც აქტიურად მონაწილეობდნენ.




      თითოეული თამაში ითვალისწინებდა ისეთი უნარების გავითარებას, როგორიცაა: სისხარტე, კომუნიკაბელურობა, სისწრაფე, გუნდურობა. ასევე აქცენტი გაკეთდა კითხვის სწორად დასმის ფორმულირებაზე ეს ყველაფერი, რაც მთავარია, ხალისიანად წარიმართა დასასრულს, მონაწილეებმა შეაჯამეს თითოეული თამაშის მნიშვნელობა და სურვილი გამოთქვეს, შემდგომშიც ჩატარდეს მსგავსი სახის საგანმანათლებლო - შემეცნებითი თამაშები.