სასწავლო აკადემია სომხეთში


EMT სასწავლო აკადემია პოლონეთის, ავსტრიისა და სლოვაკეთის შემდეგ ამჯერად სომხეთში.

მარიამ და პავლე თვალიაშვილები გიწვევთ 13-18 წლის ახალგაზრდებს, ერთად წავიდეთ სათავგადასავლო შემეცნებით ტურში 12-15 მარტს.

4 დღის განმავლობაში მონაწილეები ესტუმრებიან სასწავლო ცენტრებს, ახლაგაზრდულ ორგანიზაციებს, მუზეუმებს, ღირსშესანიშნავ ადგილებს, მონაწილეობას მიიღებენ დაგეგმვასა და დამოუკიდებლად ცხოვრებაში. დაგეგმილია ვიზიტი UWC Dilijan College - საერთაშორისო სკოლაში, სადაც სამომავლოდ დაფინანსების მოპოვებისა და სწავლის გაგრძელების შანსი ეძლევათ (www.ge.uwc.org).  ვიზიტი ტექნოლოგიების ცენტრში Tumo.

ახალგაზრდები იცხოვრებენ სასტუმროში, სადაც იქნება ახალგაზრდული ბანაკის მსგავსი სიტუაცია და ვიზიტებთან ერთად დატვირთულნი იქნებიან საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი აქტივობებით.

ფასი 200 $ (ექვივალენტი) მოიცავს:
მგზავრობას, ცხოვრებას, მუზეუმებს, 2-ჯერად კვებას, 2 ტრენერის მომსახურებას, სასწავლო, შემეცნებით და გასართობ აქტივობებს.

განაცხადის ფორმა

საკონტაქტო ნომრები: 557008757; 599556234