განათლებისა და მართვის გუნდის (EMT) ორგანიზებით, პირველ მარტს ჩატარდა შეხვედრა თემაზე: "როგორ აღვზარდოთ დამოუკიდებელი ბავშვი", რომელსაც უძღვებოდა გიორგი მაღლაფერიძე.
ბატონი გიორგის არის მთარგმნელი წიგნის: ,,როგორ აღვზარდოთ დამოუკიდებელი ბავშვი, ანუ როგორ გავხდეთ ზარმაცი დედა".
შეხვედრა წარიმართა დისკუსიის ფორმატში, სადაც დამსწრე სტუმრებმა განიხილეს კონკრეტულ მაგალითები საკუთარი გამოცდილებიდან .
ძირითადი საკითხები იყო :
ძირითადი საკითხები იყო :
რას ნიშნავს იყო ზარმაცი დედა;
როგორ მივაჩვიოთ ჩვენი შვილი დამოუკიდებლობას;
რა დოზით უნდა ჩაერიოს მშობელი შვილის ცხოვრებაში;
"გაზიარება ზრუნვაა" შეხვედრების ციკლი ტარდება EMT-ის დამფუძნებლის პავლე თვალიაშვილის ინიციატივით, მოხალისეთა გუნდის ჩართულობითა და ორგანიზებით. შეხვედრების მიზანია გავაზიაროთ ცოდნა და გამოცდილება, ის არ ფინანსდება ვინმეს მიერ, ეს არის კეთილი ნების გამოვლინება.