,,გაზიარება ზრუნვაა"

22 მარტს, განათლებისა და მართვის გუნდის (EMT) ოფისში ჩატარდა შეხვედრების ციკლი "გაზიარება ზრუნვაა" მორიგი შეხვედრა. 
შეხვედრის თემა იყო: " ექსელის სიკეთეების დემონსტრირება", რომელსაც უძღვებოდა ნათია მშვიდობაძე.
 
ქალბატონ ნათიას ექსელის სიკეთეების გამოყენების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
შეხვედრა დაეთმო EXCEL-ის საწყისების მიმოხილვას, sumifs, countifs, counta, Remove duplicates და lookup, offset, match, find მიგნებებს.
შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ EMT-ის სტაჟიორები: ლანა დარჯანია, ნათია ხმიადაშვილი, მარიამ ხარშილაძე და რუსუდან მელიქიძე.
🙌"გაზიარება ზრუნვაა" შეხვედრების ციკლი ტარდება EMT-ის დამფუძნებლის პავლე თვალიაშვილის ინიციატივით, შეხვედრების მიზანია გავაზიაროთ ცოდნა და გამოცდილება, ის არ ფინანსდება ვინმეს მიერ, ეს არის კეთილი ნების გამოვლინება.
#გააზიარეგამოცდილება
#EMT