,,გაზიარება ზრუნვაა "

 9 აპრილს, განათლებისა და მართვის გუნდის (EMT) ოფისში ჩატარდა შეხვედრების ციკლი "გაზიარება ზრუნვაა" მორიგი შეხვედრა, შეხვედრის თემა იყო: გაყიდვების ხელოვნება-წარმატების საიდუმლო.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო გაყიდვების მენეჯმენტს, მის როლს ყოველდღიურობასა და სხვადასხვა პროფესიაში.
შეხვედრას უძღვებოდა გაყიდვების სპეციალისტი: თორნიკე ფერაძე, რომელმაც საკმაოდ მოკლე დროში შეისწავალა გაყიდვების ხელოვნება და აქტიურად იყენებს კარიერული წინსვლისთვის. მან თავისი თერიული და პრაქტიკული ცოდნა გაუზიარა დამსწრე აუდიტორიას.

🙌"გაზიარება ზრუნვაა" შეხვედრების ციკლი ტარდება EMT-ის დამფუძნებლის პავლე თვალიაშვილის ინიციატივით, შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ EMT-ის სტაჟიორები: ლანა დარჯანია, ნათია ხმიადაშვილი, მარიამ ხარშილაძე, რუსუდან მელიქიძე და ლანა სირბილაძე. შეხვედრების მიზანია გავაზიაროთ ცოდნა და გამოცდილება, ის არ ფინანსდება ვინმეს მიერ, ეს არის კეთილი ნების გამოვლინება.
#გააზიარეგამოცდილება
#EMT