EMT სასწავლო აკადემია 2020



12-18 წლისებისთვის.
პირობები:

EMT-ის სასწავლო აკადემია სომხეთში 2020;

სლოვაკეთის, ავსტრიის, პოლონეთისა და სომხეთის სასწავლო აკადემიების (2017-2018-2019) წარმატებულად დასრულების შემდეგ EMT კვლავ გთავაზობთ ახალ შესაძლებლობას მიიღოთ გამოცდილება და დაუვიწყარი დღეები გაატაროთ ჩვენთან ერთად.

🥰😍მარიამ და პავლე თვალიაშვილები გიწვევთ 12-18 წლის ახალგაზრდებს 👻👍👉სათავგადასავლო შემეცნებით ტურში 👋
29 თებერვალი-3 მარტი, 2020.

4 დღის განმავლობაში მონაწილეები ესტუმრებიან სასწავლო ცენტრებს, ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, მუზეუმებს, ღირსშესანიშნავ ადგილებს, მონაწილეობას მიიღებენ დაგეგმვასა და დამოუკიდებლად ცხოვრებაში.

დაგეგმილია ვიზიტი UWC Dilijan College - საერთაშორისო ib სკოლაში, სადაც სამომავლოდ დაფინანსების მოპოვებისა და სწავლის გაგრძელების შანსი ეძლევათ (www.ge.uwc.org).

ასევე ვეწვევით ტექნოლოგიების ცენტრს - TUMO, სადაც ადგიობრივი თანამშრომელი დეტალურად გააცნობს ცენტრის მუშაობის სპეციფიკასა და დონორების მხრიდან დაფინანსების მექანიზმებს.
მონაწილეები მოინახულებენ უძველეს ძეგლებს, გარნის და გეღარდს. ესტუმრებიან ფარაჯანოვის მუზეუმს, სადაც გაეცნობიან სომხური, აზერბაიჯანული და ქართული კულტურების შერწყმას ხელოვნებაში.
დამოუკიდებლად გაართმევენ დავალებებს თავს (CITY GAME/მისია შეუსრულებელია??) და გამოიმუშავებენ ისეთ საჭირო უნარებს, როგორებიცაა:
💸💵ვალუტის გაცვლა,
🚃🚊მეტროში და საქალაქო ტრანსპორტში ნავიგაცია,
🤹🏽‍♂️არამშობლიურ ენაზე კონტაქტი,
🍱საკუთარი ფინანსების მართვა,
💰დღიური ბიუჯეტის განაწილება,
📽ქვეყნისა და პროგრამის წარდგენა სხვა ადამიანების წინაშე
და სხვა.

🏺⚱️📺შემეცნებით დავალებებთან ერთად დროს გავატარებთ ხალისიანად, ვესტუმრებით 🍫Grand Candy-ს კაფეს, ტრადიციულ რესტორანში გვექნება 🍢🥠🥘🥐🥯საზეიმო ვახშმი.

ვიცხოვრებთ სასტუმროში, სადაც იქნება ახალგაზრდული ბანაკის მსგავსი სიტუაცია და ვიზიტებთან ერთად დატვირთულნი იქნებიან საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი აქტივობებით.

მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

მონაწილეობის საფასური 200 $ (ექვივალენტი ლარში) მოიცავს:
🚌მგზავრობას,
🏡ცხოვრებას,
🏛მუზეუმებს,
🍔2-ჯერად კვებას,
🗯💭საერთაშორისო სტატუსის 2 ტრენერის მომსახურებას,
📚🎏სასწავლო, შემეცნებით და გასართობ აქტივობებს.

განაცხადის ფორმა
http://bit.ly/367DMC5

შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
557008757 მარიამი
599556234 პავლე