მინი ბანაკი 2020


CISV-საქართველო გთავაზობთ მინი ბანაკს მათთვის ვისაც სურს მონაწილეობა მიიღოს საინტერესო აქტივობებში,  თამაშებში და სავარჯიშოებში.  მათთვის, ვისაც უნდა პოზიტიურ ადამიანებტან ერთად დრო საინტერესოდ და ნაყოფიერად გაატაროს.
ბანაკში თქვენ:
 შეხვდებით საერთაშორისო ბანაკების მონაწილეებს;
 გაეცნობით CISV-ის 68-წლიან მსოფლიო გამოცდილებას;
 შეათავსეთ სწავლა კეთებით და დასვენება;
 შეისწავლეთ ბევრი აქტივობა, რომელსაც მომავალში გამოიყენებთ თანატოლებთან ურთიერთობის დროს;
 თავად დაგეგმეთ და განახორციელეთ საინტერესო აქტივობები და მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეთ.

CISV საქართველოს აქვს 70 ქვეყანასთან 14 წლიანი ურთიერთობის გამოცდილება.

ბანაკის ჩატარების თარიღი:22-23 თებერვალი 2020წელი
ასაკი:10-17 წელი
მონაწილეობის ღირებულება (განთავსება, კვება, პროგრამა): 99 ლარი.

CISV-საქართველოს მინი ბანაკი ჩატარდება თბილისი, დაბა წყნეთი რუსთაველის ქუჩა #156, ბაქსვუდის სკოლის კამპუსი.

 რეგისტრაცია დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ოჯახი შეავსებს განაცხადს, მიიღებს დასტურს ოფისიდან, გადაიხდის თანხას ბანკში (ან გადარიცხავს) და წარადგენს გადახდის ქვითარს ანი გელაშვილთან.

 სარეგისტრაციო ფორმა: http://webanketa.com/forms/68w30dhs6rqp4c1r64rk0r9p/http://webanketa.com/forms/68w30dhs6rqp4c1r64rk0r9p/