პიროვნებათშორისი კონფლიქტის მართვის სტრატეგიები ახალგაზრდებისთვის



ახალგაზრდების ხელშეწყობისათვის საქართველოში, შეხვედრების ციკლი - "გაზიარება ზრუნვაა" გრძელდება.
შეხვედრების მიზანია - გავაძლიეროთ ერთმანეთი, გავაზიაროთ ცოდნა და გამოცდილება. შეხვედრები ტარდება EMT დამფუძნებლის პავლე თვალიაშვილის ინიციატივით.

21 თებრვალს, სამშაბათს, 19:00 სთ-ზე, ჩატარდა შეხვედრა თემაზე: “კონფლიქტის მართვის სტრატეგიები ახალგაზრდებისთვის.“

კონფლიქტის მართვა ინდივიდუალურ დონეზე სპეციფიური უნარების გამომუშავებას მოითხოვს. დავის გადაჭრისთვის პირველ რიგში საჭიროა ვიცნობდეთ კონფლიქტში არსებულ სტრატეგიებს, ტაქტიკებსა და მეთოდებს. არსებულმა შეხვედრამ დამსწრეებს საშუალება მისცა გაეგოთ ის ძირითადი ’ოქროს წესები’ რითაც კონფლიქტოლოგები ხელმძღვანელობენ დავის გადაჭრის პროცესში, ნასწავლი ტექნიკები მონაწილეებს გამოადგებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, მათთვის სასარგებლოდ მოაგვარონ პრობლემა.

შეხვედრას გაუძღვა თაკო თოლორდავა, რომელიც არის კონფლიქტოლოგი, ტრენერი და ფასილიტატორი. ატარებს ტრენინგებს კონფლიქტის მართვის მიმართულებით.

EMT გისურვებთ წარმატებებს!


595 368 368
emt.apply@gmail.com