არავერბალური კომუნიკაცია, როგორც ინსტრუმენტი საქმიან ურთიერთობებში




ახალგაზრდების ხელშეწყობისათვის საქართველოში, შეხვედრების ციკლი - "გაზიარება ზრუნვაა" გრძელდება. შეხვედრების მიზანია - გავაძლიეროთ ერთმანეთი, გავაზიაროთ ცოდნა და გამოცდილება. შეხვერების ციკლის ინიციატორი პავლე თვალიაშვილი. მას ეხმარებიან კოლეგები, მეგობრები და ნაცნობები. შეხვედრები არ ფინანსდება ვინმეს მიერ. ეს ინიციატორების კეთილი ნების გამოვლენაა.

28 თებერვალს, ტრადიციულად სამშაბათს, 17:00 სთ-ზე ჩატარდა შეხვედრა: 
"არავერბალური კომუნიკაცია, როგორც ინსტრუმენტი საქმიან ურთიერთობებში."

შეხვერაზე განვიხილეთ არავერბალურ კომუნიკაცია, როგორც სიმბოლოების ენა, როემლიც არანაკლებ მნიშვნელოვანია სიტყვებთან ერთად. ინფორმაციის გადაცემისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამომეტყველება, ინტონაცია, ჟესტიკულაცია და სხვ. შევხედრაზე ვისაუბრეთ თუ რა როლი ენიჭება და რატომ არის მნიშვნელოვანი ზემოთ აღნიშნულის გამოყენება, როგორც ინსტრუმენტისა საქმიან ურთიერთობაში. შეხვედრას უძღვებოდა EMT-ის ტრენინგ-პროგრამების ავტორი, ტრენერი და CISV-Georgia-ს ლიდერი მარიამ აბულაძე.

შეხვედრის თემით დაინტერესედა 
საზოგადოებრივი მაუწყებლის გაერთიანებაში მყოფი რადიო - საქართველოს რადიო-პირველი არხი FM 102.4-ის ეთერში მიწვეული იყო  მარიამ აბულაძე. 

გადაცემა "პიკის საათის" ეთერში მან ისაუბრა შეხვედრების ციკლის - "გაზიარება ზრუნვაზე" და შეხვედრის თემაზე: „არავერბალური კომუნიკაცია, როგორც ინსტრუმენტი საქმიან ურთიერთობებში"


ეს უკვე მე-3 შემთხვევაა, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი დაინტერესდა შეხვედრების ციკლით "გაზიარება ზრუნვაა", რომელიც ყოველ სამშაბათს ტარდება საღამოს საათებში, EMT-ის ოფისში (ბახტრიონი #7ა)
დიდი მადლობა საზოგადოებრივ მაუწყებელს-პიკის საათი/Pikis Saati



EMT გისურვებთ წარმატებებს.

www.emt.ge
595 368 368