კულტურული შოკი და მისი გადალახვის გზები

 შეხვედრების ციკლის "გაზიარება ზრუნვაასფარგლებშიტრადიციულად სამშაბათს, 13 ივნისს 19:00 სთ-ზეჩატარდა შეხვედრა,,კულტურული შოკი და მისი გადალახვის გზები.

გლობალიზაციის ეპოქამ ადამიანებს მოგვცა შესაძლებლობა ვეზიაროთ მსოფლიოს მრავალფეროვან კულტურას, გავიცნოთ განსხვავებული იდენტობის მქონე ადამიანები. წავიდეთ სასწავლებლად ან სამოგზაუროდ უცხო ქვეყანაში და .. ურთიერთობის გამარტივებულმა ფორმებმა წარმოშვა სხვა რიგი პრობლემები, რომელიც ძირითადად დაკავშირებულია ადამიანის ფსიქოლოგიუ მდგომარეობასთან, იდენტობის შენარჩუნებასთან. სწორედ მსოფლიოს ასეთმა ღიაობამ განაპირობა ცნების კულტურული შოკის სამეცნიერო ლიტერატრაში გაჩენა.
შეხვედრის განმავლობაში ვისაუბრეთ:
როგორ ყალიბდება ჩვენი იდენტობა და როგორ ვყალიბდებით ერთი კულტურის ფარგლებში.
რა მიზეზები განაპირობებს კულტურულ შოკს და როდის ემართება ის ადამიანს.
რა ზიანი შეიძლება მოუტანოს კულტურულმა შოკმა ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და როგორ დავაღწიოთ თავი მას.
შეხვედრაზე აუდიტორია აქტიურად იყო ჩართული, მათ გაგვიზიარეს საკუთარი გამოცდილება, როგორ დაძლიეს კულტურული შოკი და რა გზები გაიარეს ამისთვის, ასევე აღნიშნეს, რომ ასეთი ტიპის ლექციები, მეტად მნიშვნელოვანია და წინასწარ მისი ცოდნა, გაუადვილებთ მოგზაურობას. ტრენერისგან მიიღეს პრაქტიკული რჩევები და განვიხილეთ კულტურული შოკის კონკრეტული მაგალითები.
შეხვედრას გაუძღვა: ანა კვიჟინაძე, ტრენერი, განათლების ადმინისტრირების მაგისტრი
შეხვედრების ციკლი - "გაზიარება ზრუნვაა" ტარდება საქართველოში ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით. შეხვედრების მიზანია - გავაძლიეროთ ერთმანეთი, გავაზიაროთ ცოდნა და გამოცდილება.  შეხვედრების ციკლის ინიციატორია პავლე თვალიაშვილი. მას ეხმარებიან კოლეგები, მეგობრები და ნაცნობები. შეხვედრები არ ფინანსდება ვინმეს მიერ. ეს ინიციატორების კეთილი ნების გამოვლენაა.
შეხვედრა შედგება განათლებისა და მართვის გუნდის, EMT -ის ოფისში. მის: საბურთალო, ბახტრიონის 7, 1-ლი სადარბაზო, 1-ლი სართული, ოთახი #3


T: 595 368 368
E-Mail: emtapply@gmail.com